მოურინიოს "რომა" კიდევ უფრო ძლიერდება – იტალიის ნაკრების ფორვარდი დედაქალაქურ კლუბში გადაბარგდა

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ 28 წლის იტალიელი ფორვარდი ანდრეა ბელოტი კარიერას "რომაში" განაგრძობს.

"სკუადრა აძურას" თავდამსხმელი "ჯალოროსისთან" 3–წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბელოტიმ ბოლო 7 წელი "ტორინოში" გაატარა და კლუბი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ასევე დაგაინტერესებთ