ალეგრი ჯერჯერობით დატოვეს - "იუვენტუსი" მწვრთნელს ნდობას უცხადებს

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "იუვენტუსი" გუნდის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის დაკავებული პოსტიდან არ გაათავისუფლებს.

მოგეხსენებათ, გუშინ, გვიან ღამით, ტურინელები ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში "ბენფიკასთან" 1:2 დამარცხდნენ, რითიც ისტორიაში თავიანთი ანტირეკორდი დააფიქსირეს (წააგეს ზედიზედ ორი მატჩი ჯგუფურ ეტაპზე).

თავად 55 წლის სპეციალისტმა თქვა, რომ გათავისუფლებას არ იმსახურებს და ის, რაც "იუვენტუსში" ახლა ხდება, ფეხბურთში ნორმალური სიტუაციაა... ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავთ, ბევრი უნდა იმუშაონ და სიტუაციას შეცვლიან...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული