"მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს ეთამაშება" - შეაჩერებს კალაბრია "კვარას"? კოსტაკურტამ Gazzetta-სთან ქართულ-იტალიურ დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს მე–7 ტურში დღეს ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება.

რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა იტალიურ მედიაში მთავარი განხილვის საგანია და მის შესახებ ბევრი ითქვა, დაიწერა და მოსაზრება გამოითქვა.

მაგალითისთვის, Gazzetta Dello Sport–მა "როსონერის" ლეგენდარულ მცველ ალესანდრო კოსტაკრუტასთან ინტერვიუ ჩაწერა და დაეკითხა, შეძლებს თუ არა დავიდე კალაბრია დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას, რაზეც კოსტაკურტამ შემდეგი მიუგო:

"კვარაცხელია არის ბიჭი, რომელსაც დიდი ნიჭი და კარგი თვისებები გააჩნია... 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახლახანს მოვიდა სერია A-ში მოედანზე უკვე გონივრულად ბრწყინვალედ
მოქმედებს...

მაინტერესებს, მისი ნახვა კალაბრიას წინააღმდეგ. ვფიქრობ, დავიდე 1-1-ზე თამაშში მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა.

დღევანდელი საღამოს შემდეგ, ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, შეძლებს თუ არა "მილანი", კვლავ მოიგოს სკუდეტო", – ამბობს კოსტაკურტა.

alt"კვარა" ამას სპალეტისგან ცუდად იგებს... მან შესაძლოა, მწვრთნელი დააიგნორა და..." - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე სპალეტის განცხადებას ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 19 /
ნამდვილად მომავალი თაობისთვის სამაგალითოა კვარაცხელია,ღმერთმა გაგიმარჯოს,სულ წარმატებები გქონოდეს..ის ჟურნალისტებმა რო ასეთი მისაბაძი მაგალითები დაწეროთ და გააშუქოთ უფრო კარგი იქნება ჩვენი თაობისთვის და ქვეყნისთვისაც.
ENGIN
12:17 19-09-2022
0
მაგ პოლიტანო იქნება რომ დაღუპავს ნაპოლის ერთ დღეს რეინჯერსთანაც და მილანთანაც შემთხვევით გაიტანა პენალისტი ასე არ უნდა ურტყამდეს ორივერჯერ რაც შეეხება ხვიჩას ეს თამაშიც მან მოიგო როგორც დანარჩენი. გასული თამაშები ორ მცველი გამოცვლა კვატას გამო თან რა მცველი დაადუღა სპალეტიმ რატომ ვერ გაბედა ხვიჩას გაყვანა 65 წ იმიტომ რომ მისი გაყვანით მილანი ფრთებს ვაშლი და და წააგებდნენ დარწმუნებული ვარ
ზვიადი
03:12 19-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული