"მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს ეთამაშება" - შეაჩერებს კალაბრია "კვარას"? კოსტაკურტამ Gazzetta-სთან ქართულ-იტალიურ დაპირისპირებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს მე–7 ტურში დღეს ცენტრალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად "მილანს" დაუპირისპირდება.

რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა იტალიურ მედიაში მთავარი განხილვის საგანია და მის შესახებ ბევრი ითქვა, დაიწერა და მოსაზრება გამოითქვა.

მაგალითისთვის, Gazzetta Dello Sport–მა "როსონერის" ლეგენდარულ მცველ ალესანდრო კოსტაკრუტასთან ინტერვიუ ჩაწერა და დაეკითხა, შეძლებს თუ არა დავიდე კალაბრია დღეს ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას, რაზეც კოსტაკურტამ შემდეგი მიუგო:

"კვარაცხელია არის ბიჭი, რომელსაც დიდი ნიჭი და კარგი თვისებები გააჩნია... 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახლახანს მოვიდა სერია A-ში მოედანზე უკვე გონივრულად ბრწყინვალედ
მოქმედებს...

მაინტერესებს, მისი ნახვა კალაბრიას წინააღმდეგ. ვფიქრობ, დავიდე 1-1-ზე თამაშში მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა.

დღევანდელი საღამოს შემდეგ, ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, შეძლებს თუ არა "მილანი", კვლავ მოიგოს სკუდეტო", – ამბობს კოსტაკურტა.

alt"კვარა" ამას სპალეტისგან ცუდად იგებს... მან შესაძლოა, მწვრთნელი დააიგნორა და..." - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე სპალეტის განცხადებას ეხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ