დრო მუნდიალამდე მისცეს - ინძაგის სიტუაციის გამოსწორება მართებს
AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ მიუხედავად ჩემპიონატის არდამაჯერებელი სტარტისა, "ინტერის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის მხარდაჭერას უცხადებს.
იტალიელ სპეციალისტს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მისცეს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მე-7 ტურში "ნერაძური" გასვლაზე "უდინეზესთან" 1:3 დამარცხდა.