"იუვენტუსს" ალეგრის დათხოვნა საკმაოდ ძვირი დაუჯდება - ტუხელის მოყვანა რეალურია?

AutoSharing Option
Calcio e Finanza წერს, რომ "იუვენტუსს" გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის დათხოვნა 36 მილიონი ევრო დაუჯდება.

აქედან 19 მილიონ ევროს 55 წლის დამრიგებელი მიიღებს, დანარჩენი თანხა კი გადასახადებში წავა.

ბოლო რამდენიმე დღეა დაიწერა, რომ შესაძლოა, "ბებერი ქალბატონი" ტომას ტუხელმა ჩაიბაროს, რაც ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ არ დაადასტურა და დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირზე "იუვენტუსს" ბოლო 8 მატჩიდან 1 აქვს მოგებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ მესმის რა ამთი, აფორმებენ ამ სასწაულ კონტრაქტებს ისე რომ მერე მწვრთნელმა რაც არ უნდა ქნას მაინც ვერ გაუშვებენ!
Irakli
17:58 20-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული