"ნაპოლი" კაპიტანს კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ნაპოლი" გუნდის კაპიტანს, 29 წლის მცველს ჯოვანი დი ლორენცოს კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულმდე გაუხანგრძლივებს.

დი ლორენცო "ნაპოლიმ" 2019 წელს "ემპოლისგან" 8 მილიონ ევროდ შეიძინა, იტალიის ნაკრებში 13 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის შემადგენლობაში 2020 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ ის გუნდისთავია და ამ სეზონში კლუბში 9 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ