ჟოზე მართლაც განსაკუთრებულია - მოურინიომ "ინტერთან" თავისი გუნდის მატჩს ავტობუსიდან უყურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი დამოძღვრილი გუნდის, "რომას" მატჩს "ინტერთან" კლუბის ავტობუსიდან უყურა.

საქმე ისაა, რომ 59 წლის სპეციალისტი სერია A-ს მე-7 ტურში "ატალანტასთან" მატჩში გააძევეს. ამიტომ ის უშუალოდ სტადიონიდან "ჯალოროსის" დამოძღვრას ვერ მოახერხებდა და შეეძლო ტრიბუნაზე ყოფილიყო, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

ჟოზემ არჩია, "სან სიროს" ავტოსადგომზე მყოფ "რომას" ავტობუსში მოკალათებულიყო და მატჩისთვის ისე ეცქირა, შეხვედრის განმავლობაში კი Instagram Story-ს მეშვეობით ვიდეოებიც შემოგვთავაზა.

საბოლოოდ, მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა და 3 ქულის მოპოვების შემდეგ მოურინიო ავტობუსიდან ჩამოვიდა, მობილური ტელეფონი
ხელში სხვა ადამიანს დააჭერინა და იქ მყოფებთან ერთად წარმატებაც აღნიშნა...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ავტობუსი ყოველთვის უყვარდა ამ კაცს...
0
ჯოზე, ყოველთვის იყო და დარჩება უდიდეს მწვრთნელად და ასევე რაც აუცილებლად აღსანიშნია, ძალიან ქარიზმატულ და პირდაპირ პიროვნებად! ის არასოდეს არ თამაშობს და ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მოედანზე და მის გარეთაც!
ვახო...
17:32 03-10-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული