"იუვენტუსმა" "ბოლონია" დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-8 ტურში ტურინის "იუვენტუსმა" "ბოლონიას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

შეხვედრა თავიდანვე "ბებერი ქალბატონის" უპირატესობით წარიმართა და 24-ე წუთზე ფილიპ კოსტიჩმა ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე, დუშან ვლაჰოვიჩმა ვესტონ მაკკინის პასით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. სერბის გოლიდან 3 წუთში არკადიუშ მილიკმა ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ბიანკონერიმ" ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და მე-7 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება "ბოლონიას", 6 ქულით მე-17 ადგილს იკავებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მომავალ ტურში "მილანს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული