"არისტოკრატების" შეტევის ხაზში უკვე ასაკში მყოფი პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჰყავთ, რომელუ ლუკაკუ კი "ინტერშია" განათხოვრებული და მის დაბრუნებას არ აპირებენ, ამიტომ თავდამსხმელის პოზიციაზე გაძლიერებას ეცდებიან.
23 წლის ნიგერიელი "არისტოკრატების" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. აფრიკელი ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეცდება, რომელსაც ოსიმენი კრიშტიანო რონალდოს შემცვლელად ჰყავს შეგულებული.