მარსელ დესაი: "ნაპოლი" ჩამოინგრევა - კვარაცხელია?

AutoSharing Option
"მილანისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მარსელ დესაიმ, "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლის" სასკუდეტო შანსები მიზერულად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვას, ფაქტობრივად, თავი აარიდა.

"მე ნეაპოლელთა სათამაშო ენერგია მომწონს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გაუძლონ. ამის უნარი არ გააჩნიათ. "ნაპოლი" ჩამოინგრევა. "იუვენტუსს" და "მილანს" შეუძლიათ ამით ისარგებლონ", - განაცხადა დესაიმ.

შემდეგ ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა - კვარაცხელიას, ვლაჰოვიჩისა და ლაუტაროს შორის, რომელს შეუძლია ჩემპიონი გახდეს.

"ეს ლაუტაროს შეუძლია. ძალიან მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ მართლა სურს საუკეთესო
გახდეს? მბაპემ და ჰოლანმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ვლაჰოვიჩი კი ინტენსივობის მხრივ ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, მას აქვს თავი, ფეხები და ტალანტი საიმისოდ, რათა თავისი ეპოქის ვან ბასტენი გახდეს", - უპასუხა დესაიმ.

სერია A-ში 15 ტურის შემდეგ "ნაპოლის" "მილანი" 8, ხოლო "იუვენტუსი" 10 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ხვიჩა გახდება იტალიის ჩემპიონი.ასევე გახდება ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.(დღევანდელი პოტენციალისა და მდგომარეობის მიხედვით).
გია აფრიდონიძე
29 ნოემბერი 2022 14:03
3
ერთმა დესაიმ თქვა ვერაო, სამაგიეროდ ამდენმა ვარსკვლავმა ფეხბურთელმა თუ მწვრთნელმა და ექსპერტებმა კიო. კარგი დავინახოთ. ცუდი რად გვინდა? რაღა გამოვა? გამოვიდა და ეგაა. ეგენი ვინ არიან არ ვიცი და ხვიჩა უკვე ვარსკვლავია
რეზო
28 ნოემბერი 2022 20:57
0
იმედია ნაპოლისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება და იზეიმებს სკუდეტოს.
ნიკო
30 ნოემბერი 2022 14:23
0
თუ რაც აქამდე ჰქონდათ,პაუზის შემდეგაც იმ მუხტით გააგრძელეს თამაში,იტალიაში მაგათი გადამსწრები გუნდი არ არის.8 ქულიანი ჰანდიკაპი,15 ტურის შემდეგ,არავისთვის იქნება,იოლი დასაძლევი და მისი გაფლანგვა,მხოლოდ თვითონ ნაპოლის შეუძლია.შარშან მილანზეც ყველა ლაპარაკობდა,რომ რესურსი არ ეყოფოდათ,მაგრამ ჩემპიონებად ჩაამთავრეს სეზონი.ახლა ნაპოლის დროა.არ დაგავიწყდეთ,რომ ხვიჩა,ოსიმჰენი,სიმეონე,დი ლორენცო და ნაპოლის სხვა იტალიელი ფეხბურთელები,მსოფლიოს ჩემპიონატზე არ თამაშობენ და დასვენებულები გააგრძელებენ სეზონს.ეს კი,ნახევარი გუნდია.
სოსო
28 ნოემბერი 2022 12:53
0
Lautaro ra chempionic aris msoflioze chans...
Givi
28 ნოემბერი 2022 12:43
1
Lautaro ra chempionic aris msoflioze chans...
Givi
28 ნოემბერი 2022 12:39
1
დასცინეთ!
ჯავახელი
28 ნოემბერი 2022 12:53
0
მილანის ფეხბურთელი სხვანაირად არც იტყოდა,იმედია ისევე გააგრძელებს ნაპოლი
ჯაბა
04 დეკემბერი 2022 14:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული