მარსელ დესაი: "ნაპოლი" ჩამოინგრევა - კვარაცხელია?

AutoSharing Option
"მილანისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მარსელ დესაიმ, "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლის" სასკუდეტო შანსები მიზერულად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვას, ფაქტობრივად, თავი აარიდა.

"მე ნეაპოლელთა სათამაშო ენერგია მომწონს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გაუძლონ. ამის უნარი არ გააჩნიათ. "ნაპოლი" ჩამოინგრევა. "იუვენტუსს" და "მილანს" შეუძლიათ ამით ისარგებლონ", - განაცხადა დესაიმ.

შემდეგ ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა - კვარაცხელიას, ვლაჰოვიჩისა და ლაუტაროს შორის, რომელს შეუძლია ჩემპიონი გახდეს.

"ეს ლაუტაროს შეუძლია. ძალიან მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ მართლა სურს საუკეთესო
გახდეს? მბაპემ და ჰოლანმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ვლაჰოვიჩი კი ინტენსივობის მხრივ ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, მას აქვს თავი, ფეხები და ტალანტი საიმისოდ, რათა თავისი ეპოქის ვან ბასტენი გახდეს", - უპასუხა დესაიმ.

სერია A-ში 15 ტურის შემდეგ "ნაპოლის" "მილანი" 8, ხოლო "იუვენტუსი" 10 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
"ის შავი კაცი ნეტავი ვინ იყო ჰა?"
როგორ მოახერხა ამან იმდენი, ფეხბურთს და ფეხბურთელებს ამის მეტად თუ არ იცნობდა? :)
გურული
28 ნოემბერი 2022 10:46
0
გამოვიდა არენაზე ბრძენთა ბრძენი........
David
28 ნოემბერი 2022 10:44
0
მოიცა, ჯიგარო, სად წაგვიხვალ, ადრე თუ გვიან ჩვენი ბიჭი ფრანგებსაც (შენც თუ ფრანგი ხარ...) ჩაგიტარებთ ფეხბურთის გაკვეთილს.
ILIA
28 ნოემბერი 2022 09:56
1
შეეტყო ასაკი კაცს
baggio
28 ნოემბერი 2022 09:54
0
ფრანგი))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
llcl
28 ნოემბერი 2022 08:23
1
არა ვარ ურაპატრიოტი მარა ლაუტაროს თუ რამე შეიძლია და..... ორი თამაშია ვუყურებთ და რამე ეტყობა მაგნაირი?
ირაკლი ქუთაისელი
28 ნოემბერი 2022 07:30
1
სახედარს ჰალსტუხი და სათვალე გაუკეთებია!
aburjga
28 ნოემბერი 2022 05:11
1
არაფერია სანერვიულო ძალიან ბევრს არ მოვწონვართ ქართველები მაგრამ დამიჯერეთ 10 წელია ემიგრაციაში ყოფნით უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი ხალხი მიუხედავად უამრავი ნეგატივის და შეიძლება ითქვას ბევრი დასრულების თითქმის დაკარგვის ჩვენნარი გამტანი ხალხი ძალიან ცოტაა ერთ ბაქოელ მწერალს შევხვდი და იცით რა მკითხა რატომაც რომ კავკასიელ ხალხებს ყველას კავკასიელებს გვეძახიან თქვენ კი გრუზინსკი ნაზივაიუტო მიყვარხართ ქართველებო.
კახა
28 ნოემბერი 2022 04:08
4
ნუ გიყვართ ეს თვითგვემა, ქართველებს გვჩაგრავენ, არავის არ ვუყვარავართ და ასე შემდეგ.
რა იცის მარსელ დეპაიმ საერთოდ საქართველოს და ქართველების შესახებ?
ერთი კლიმაქსის ასაკს მიღწეული ბიძაა, ხო და იბჭუტუროს თავისთვის.
ჩვენ კი ხვიჩას თამაშით და შედეგებით ვისიამოვნოთ და ვიყოთ ნაკლებ კომპლექსიანები.
წარმატებები ხვიჩას.
ზაზა
28 ნოემბერი 2022 12:24
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული