მარსელ დესაი: "ნაპოლი" ჩამოინგრევა - კვარაცხელია?

AutoSharing Option
"მილანისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მარსელ დესაიმ, "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლის" სასკუდეტო შანსები მიზერულად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვას, ფაქტობრივად, თავი აარიდა.

"მე ნეაპოლელთა სათამაშო ენერგია მომწონს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ფსიქოლოგიურად ბოლომდე გაუძლონ. ამის უნარი არ გააჩნიათ. "ნაპოლი" ჩამოინგრევა. "იუვენტუსს" და "მილანს" შეუძლიათ ამით ისარგებლონ", - განაცხადა დესაიმ.

შემდეგ ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა - კვარაცხელიას, ვლაჰოვიჩისა და ლაუტაროს შორის, რომელს შეუძლია ჩემპიონი გახდეს.

"ეს ლაუტაროს შეუძლია. ძალიან მომწონს ვლაჰოვიჩი, მაგრამ მართლა სურს საუკეთესო
გახდეს? მბაპემ და ჰოლანმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ვლაჰოვიჩი კი ინტენსივობის მხრივ ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, მას აქვს თავი, ფეხები და ტალანტი საიმისოდ, რათა თავისი ეპოქის ვან ბასტენი გახდეს", - უპასუხა დესაიმ.

სერია A-ში 15 ტურის შემდეგ "ნაპოლის" "მილანი" 8, ხოლო "იუვენტუსი" 10 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მოიცა, ჯიგარო, სად წაგვიხვალ, ადრე თუ გვიან ჩვენი ბიჭი ფრანგებსაც (შენც თუ ფრანგი ხარ...) ჩაგიტარებთ ფეხბურთის გაკვეთილს.
ILIA
28 ნოემბერი 2022 09:56
1
კრეტინი კაცი. რა? ადგება და ჩამოინგრევა? იქნებ ერთი მიზეზი მაინც მოაყოლო.
ჟორა
28 ნოემბერი 2022 10:57
1
რა დაგემართათ ხალხო, ეგ მილანელია და მილანს ქომაგობს. რაც შეეხება ჩვენს ბრილიანტს, უამრავი ფეხბურთელი ყოფილა, თავიდან მაგრად რომ გაიბრწყინა, მაგრამ მერე ჩაქრა. ხოდა ამასაც ეტყობა მაგის იმედი აქვს. ილაპარაკოს, ბოლოში რაც იქნება ჩვენ ხომ კარგად ვიცით.
ლევანი
28 ნოემბერი 2022 17:47
0
დესაიმ თუ თქვა,წყალი არ გაუვა... ჩვენს რომას,გოცირიძეს,უფრო ესმის ფეხბურთი, ვიდრე ამ კვერცხს[თუმცა,ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო].ორიგინალურობენ ტიპები,მაგრამ,კარგად დააკვირდნენ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებს და აღიარონ,რომელიმე თუ მოვა ხვიჩასთან ახლოს... ასე რომ,დესაიმ და აქაურმა დესაიებმაც საკუთარ შავ-თეთრ ტაკუცუნებს მიხედეთ.
zurab gotua
29 ნოემბერი 2022 12:02
0
ჩამონგრევა იყო, თუ იყო, როცა მილანი ჩამოინგრა და 20 წელი ფეხზე ვერ დადგა
დესაი შე გნიდა
28 ნოემბერი 2022 14:09
0
ამ ქედმაღლურმა ნაბოდვარმა ერთიორად უნდა გაიზარდოს ნაპოლის მოტივაცია
Lasha
28 ნოემბერი 2022 13:51
0
ძალიან არ უნდა ამ კაცს, რომ ნაპოლიმ მილანს აჯობოს და გაჩემპიონდეს, ხოდა რაც ენატრება იმაზე ლაპარაკობს. თუ არ რცხვენია სისულელეების ლაპარაკი, ეგრე გააგრძელოს - ნაპოლი ჩამოინგრევაო კი , როგორ არა, ელოდოს...
არტ
28 ნოემბერი 2022 11:21
0
"ის შავი კაცი ნეტავი ვინ იყო ჰა?"
როგორ მოახერხა ამან იმდენი, ფეხბურთს და ფეხბურთელებს ამის მეტად თუ არ იცნობდა? :)
გურული
28 ნოემბერი 2022 10:46
0
შეეტყო ასაკი კაცს
baggio
28 ნოემბერი 2022 09:54
0
მილანის ყოფილი მცველია და ეს ალაპარაკებს, იბჟუტუროს, რა გინდათ ?
ქიტესა
28 ნოემბერი 2022 14:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული