მოურინიომ "რომას" დეპაით გაძლიერება მოისურვა

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, "რომა" "ბარსელონას" თავდამსხმელ მემფის დეპაის გადაბირებას შეეცდება.

გამოცემის მტკიცებით, დეპაის იანვარში დამატება "რომას" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მთავარი სატრანსფერო ამოცანაა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელფასო განაკვეთის განსატვირთავად "ბარსელონა" მზადაა 28 წლის ფეხბურთელი უფასოდ გაუშვას.

დეპაი "ბარსაში" 2001 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ამ სეზონში კლუბში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამჟამად კი ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან მეოთხედფინალური მატჩისთვის ემზადება.