"ნაპოლიმ" პოლონეთის ნაკრების მცველთან კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების 30 წლის მარჯვენა მცველი ბარტოშ ბერეშინსკი შეიძლება "სამპდორიადან" "ნაპოლიში" გადავიდეს.

"ნაპოლიმ" ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა სატრანსფერო თანხის თაობაზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ. არ არის გამორიცხული გენუურ გუნდში მცველი ალესანდრო ძანიოლო გადაბარგდეს, რომელსაც "ნაპოლიში" თამაში თითქმის არ უწევს.

ამ სეზონში ბერეშინსკიმ "სამპდორიაში" 15 მატჩი ჩაატარა, ხოლო პოლონეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული