28 წლის სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ "ნაპოლისთან" თანამშრომლობა გაახანგრძლივა, - იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
ლობოტკამ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე მისი კიდევ ორი წლის გაგრძელების პერსპექტივით გააფორმა. ამის შესახებ ნეაპოლური კლუბი ოფიციალურად იანვარში გამოაცხადებს.
ის "ნაპოლიში" 2020 წელს "სელტადან" გადავიდა.