შეთანხმება ვერ შედგა - ზაფხულში შკრინიარი "ინტერიდან" წავა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ინტერს" სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი დატოვებს.

27 წლის ფეხბურთელს "ნერაძურისთან" შრომითი ხელშეკრულება სწორედ ამ დროისთვის ეწურება. ის ახალი კონტრაქტით სეზონურად 8 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა მილანელებმა 6 მილიონი და ბონუსები შესთავაზეს.

სავარაუდოდ, შკრინიარი თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ს მიაშურებს.