პროკურორმა "იუვენტუსისთვის" 9 ქულის ჩამოკლება და ხელმძღვანელების დასჯა მოითხოვა

AutoSharing Option
ფინანსური მაქინაციების გამო პროკურორმა ჯუზეპე ჩაინმა "იუვენტუსისთვის" 9 ქულის ჩამოკლება მოითხოვა.

ამას გარდა, პროკურორი "იუვენტუსის" ყოფილი ხელმძღვანელების ხანგრძლივვადიან დისკვალიფიკაციას მოითხოვს: ანდრეა ანიელის, ფაბიო პარატიჩის (16 თვით), პაველ ნედვედის, პაოლო გარიმბერტის, მაურიციო არივაბენეს (12 თვით) და ფედერიკო კერუბინის (10 თვით).

აგრეთვე სასჯელი ემუქრებათ თაღლითობაში მონაწილე სხვა კლუბებსაც.

შეგახსენებთ, "იუვენტუსი" ეჭვმიტანილია ფეხბურთელთა სატრანსფერო თანხების გადაჭარბებულად წარმოჩენაში, კლუბის გასავლების შემცირებაში და მოთამაშეთა ხელფასების ნამდვილი ოდენობის დამალვაში. ადრე "იუვეს" ხელმძღვანელები გადადგნენ და მათ შეიძლება ბრალი ანგარიშგების დარღვევის გამო წაუყენონ.

სააპელაციო სასამართლომ სასამართლო გარჩევის საკითხის
განახლება უნდა განიხილოს და თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ტურინულ კლუბს სანქციები არ ასცდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
15 ქულა დააკლეს იუვენტუსს და დარჩა 22 ქულა შესაბამისად ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა და დიდი შანსია ვერცერთ ევროპულ ტურნირზე ვერ მოხვედრის
იოსებ
02:59 21-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული