პროკურორი მზადაა, ოსიმენის ტრანსფერის სავარაუდო ყალბი დოკუმენტები მოითხოვს - ქულების ჩამოკლება "იუვენტუსის" მსგავსად "ნაპოლისაც" დაექმურება?

AutoSharing Option
POSTV - ფეხბურთი-ის ინფორმაციით, FIGC-ის (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) პროკურორი ჯუზეპე კინე მზადაა მოითხოვოს "ნაპოლის" მიერ ჩადენილი სავარაუდო ყალბი აღრიცხვის დოკუმენტები ვიქტორ ოსიმენის "ლილიდან" ტრანსფერის დროს.

ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონი ევრო იყო, თუმცა "პარტენოპეიმ" ამ გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელიც ჩართო, რათა ხელოვნურად გაეზარდათ კაპიტალური ნამატი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გამოძიება რამდენიმე კლუბის მიმართ მიმდინარეობს. უკვე დაისაჯა "იუვენტუსი", რომელსაც სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის "ნაპოლის" და შეექმნება თუ არა გუნდს საშიშროება ქულების დაკლების, თუ ეს ბრალდება დაუმტკიცდა.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ქულების ჩამოჭრა ზედმეტად მკაცრი სანქციაა,ფაქტიურად ბიჭებს უკარგავ ამდენ ნაშრომს. ესეთი სანქცია მესმის თუ გუნდი გარიგებულ თამაშებშია შემჩნეული. ასეთ შემთხვევაში გუნდი საერთოდაც რომც დაშალონ და აუკრძალონ თამაში მომხრე ვიქნები. თუ ხელმძღვანელობა რაღაცას მამაძაღლობს, (რასაც ჯერ დამტკიცება უნდა) ამით ფეხბურთელები არ უნდა დაზარალდნენ
დავით 67
23 იანვარი 2023 09:44
0
ნაპოლი თუ დასაჯეს ქულების დაკლებით (ღმერთმა არ ქნას), ეს ძალიან საეჭვოდ გამოჩნდება და გვაფიქრებინებს მავანთა მხრიდან მილანელების სიმპათიებს, რადგან ნაპოლი, როგორც წესი, რიგითი იტალიელისთვის პროვინციას წარმოადგენს. მეტიც, ნეაპოლელებს საკუთარი ენა გააჩნიათ!
ლაშა
23 იანვარი 2023 00:58
4
არავინ ქულებს არ ჩამოაკლებს, დამშვიდდით, ეგრე სიცილიური ენაც არსებობს, ნეაპოლიტანური და სიცილიური იტალიკური ენებია.
goga
23 იანვარი 2023 03:45
0
არც იუვესთვის უნდა ჩამოეკლოთ ქულები მე თუ მკითხავ. დაე დაესაჯათ მოქმედი პირები და კლუბი დაეჯარიმებინათ, ასევე საქმიანობა აეკრძალათ დამნაშავეებისთვის. ქულების დაკლება ყველაზე მაგარი იდიოტიზმია. ასე საკუთარ ქვეყნის პრესტიჟს ურტყამენ! რეინჯერსი დააქვეითეს ერთ დროს და რა მოიგო ამით შოტლანდიამ?!
ლაშა
23 იანვარი 2023 00:38
1
ძაან არ ჩაუყვნენ ესენი თორე მარტივად აღმოაჩენენ რო კვარაცხელიას ათი მილიონი სულ არ ყოფილა დინამო ბათუმის და სანქცირებულ ქვეყანაში ჩაირიცხა ლიმონები :დ
lasha
22 იანვარი 2023 23:56
7
აუ ეგ ფ**დეცი იქნება რო ამოქექონ :-/
რა მაფიაა?
23 იანვარი 2023 01:52
0
ეგ ისედაც იასნია, რად უნდა მაგას გამოძიება.
lashas
23 იანვარი 2023 00:57
0
ზუსტად გუშინ ვწერდი ამ საიტზე ხვიჩას უთამაშებლობა გრიპის ბრალი არ იყო... კინაღამ შემჭამეს კომენტარებით...მაფიოზების ხელშია ნაპოლი ამ გუნდს თუ დატოვებს გაისად მე მივესალმები
Gaga
22 იანვარი 2023 23:24
9
აბა,შენ თუ დაწერე,წყალი არ გაუვა!)))
dima
23 იანვარი 2023 01:22
0
დესტაბილიზაციის ახალი ამბები ასევე ცდილობს ნაპოლის კაპიტალის მოგების ქვაბში ჩათრევას, როგორც ეს მოხდა იუვენტუსს მრავალი საეჭვო გარიგებით. მაგრამ ამ ორ შემთხვევას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა და ლურჯი კლუბი უკვე გაამართლა. ის არ რისკავს არანაირ სპორტულ სანქციებით, იმისდა მიუხედავად, რომ ვიღაც ცდილობს ნეაპოლში სიტუაციის დესტაბილიზაციას არასწორი ამბებით და დამახინჯებული ინფორმაციით, აშკარად და თავხედურად მიკერძოებული. საქმეები განსხვავებულია და ძირითადი ჭეშმარიტება უდავოა.
ნაპოლი, იუვენტუსისგან განსხვავებით, არ არის საფონდო ბირჟაზე და, შესაბამისად, არ ექვემდებარება CONSOB კონტროლს, როგორც ეს მოხდა შავ-თეთრ კლუბთან. მისი ფინანსური ანგარიშგება ექვემდებარება მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობას, რისთვისაც კაპიტალის მოგების საკითხებში შეუძლებელია ფასის ობიექტური საბაზრო ღირებულების დადგენა.

რაც შეეხება ოპერაციას, რომელმაც ოსიმენი ნეაპოლში მიიყვანა, აქ მოქმედებს თავისუფალი ბაზრის კანონი. მაგრამ ბევრს ვითომ არ ესმის სისტემის სერიოზულობა, რამაც გამოიწვია იუვენტუსის დასჯა და ცდილობს მათ დესტაბილიზაციას ჟურნალისტური სპეკულაციებით, ცდილობს ნაპოლის არევას.
კკ
22 იანვარი 2023 23:21
0
https://www.areanapoli.it/varie/il-napoli-non-rischia-solo-speculazioni-la-differenza-con-la-juve-che-fanno-finta-di-non-capire_489434.html?fbclid=IwAR20OI3ifAc40BjvQvjOJgbWKbpo0HbPtc38i08CV3QgY8kIgc5najUQCfY

არ ემუქრება ქულების ჩამოკლება
kk
22 იანვარი 2023 22:38
0
თუ დამტკიცდა ნაპოლის ქულებს არ დააკლებენ, უბრალოდ დააჯარიმებენ,ნაპოლის შემთხვევაში მარტო ოსიმენზეა ლაპარაკი, იუვეს შემთხვევაში 43 კაცზე იყო ლაპარაკი.
goga
22 იანვარი 2023 22:31
2
მილანი და ინტერი დავიჯერო ჩესტნათ მუშაობს? ან თუნდაც რომა და ლაციო?
რრრ
22 იანვარი 2023 21:25
3
აი მილანთან რა პრეტენზიებია ვერ ვხვდები? ფეხბურთელებს არ იმატებრნ, თუ იმატებრნ ვიღც ბავშვებს, შეცვლაზე კაცი არ ყავთ რო შემოიყვანონ, კონტრაქტს ვერ უხანგრძლივებენ ფეხბურთელებს მიდის ყოველ კაპიკზე ვაჭრობა. დააჯარიმონ კი არა თუ ვინმეს შეუძლია დახმარება დაგვეხმარონ ფინანსურად. დდდდდ
Hmm
23 იანვარი 2023 00:26
6
ქვეყანაში სადაც დღემდე კოზანოსტრა გრიმიტობს, იქ ყველაფერი მოსალოდნელია.

ამიტომ ჯობია რომ კვარამ დატოვოს იტალია და უფრო ნათელ ჩემპიონატებს მიაშუროს, იგივე ესპანეთს ან ინგლისს.
ფეხბურთი
22 იანვარი 2023 21:21
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული