"მილანი" ძლიერდება - ძანიოლო "როსონერის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "რომას" შემტევმა ნიკოლო ძანიოლომ "მილანთან" პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

სავარაუდოდ, "როსონერი" ფეხბურთელის სანაცვლოდ "მგლებს" 30 მილიონს გადაუხდის, 23 წლის შემტევს კონტრაქტს 2027 წლამდე გაუფორმებს და გასამრჯელოს სახით, ბონუსების ჩათვლით, სეზონში 3.5 მილიონ ევროს მისცემს.

ძანიოლო "რომას" წევრი 2018 წლიდან მოყოლებული იყო.