მოურინიო: "ნაპოლიმ" სკუდეტო უკვე მოიგო - მათ დიბალას დონის ფეხბურთელი არ ჰყავთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მომავალი მატჩის წინ "რომას" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა:

"როგორი "ნაპოლი" იქნება ჩვენს წინააღმდეგ? ისეთივე, როგორც ყოველთვის. მე ვამტკიცებ, მათ უკვე მოიგეს სკუდეტო, თანაც დამსახურებულად. ვულოცავ ნეაპოლელებსა და ლუჩანო სპალეტის, სკუდეტო მოიგეს და ღირსეული გამარჯვებულები არიან. უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ და არ არის ჩემპიონატზე გუნდი, რომელსაც მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. სკუდეტო მათ ეკუთვნით.

თუ ვინმე მეტყვის, რომ "რომა" "ნაპოლისთან" კაპიტულაციას გამოაცხადებს, მე ვუპასუხებ - არა. თუმცა, ჩემპიონატი უკვე მოიგეს.

სერია A-ში დიბალას დონის ფეხბურთელი არ არის. ბევრი კარგი მოთამაშეა,
დიბალას კლასის - არა. რაღაც მომენტში მინდოდა "ტოტენჰემში" გადამეყვანა, მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა. "ნაპოლისაც" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა დიბალას დონეს ვერ მიაღწია".

ასევე დაგაინტერესებთ