ზაფხულში ოსიმენის შესაძენად ფრანგული და ინგლისური გრანდები იბრძოლებენ

AutoSharing Option
ESPN-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვიქტორ ოსიმენის დასამატებლად ორი გუნდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ იბრძოლებენ.

"ნაპოლის" ნიგერიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურს და ფეხბურთელს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეელევა.

მიმდინარე სეზონში ოსიმენმა 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 15 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს.
ასევე დაგაინტერესებთ