"ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი მხოლოდ მას აქვს" - სპალეტის პრესკონფერენცია "სპეციასთან" მატჩამდე

AutoSharing Option
ხვალ, 5 თებერვალს თბილისის დროით 15:30 საათზე, სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრება. "პარტენოპეის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"რთული მატჩი გველის, "სპეციას" ქულები სჭირდება, ამ ქალაქში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ამიტომ მძიმე თამაში იქნება. გულშემატკივრებისგან სიყვარულს ყოველდღე ვგრძნობთ, ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან.

იანვრის თვეში ყურადღება ვარჯიშის ხარისხზე გავამახვილეთ და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე ბევრი ვიმუშავეთ. ვართ თუ არა სკუდეტოს მოგების ფავორიტები? არის რაღაცები, რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია, სრული კონცენტრაცია და პროფესიონალიზმი გვმართებს.

ოსიმენმა
104 თამაშში თავით გატანა მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი ამის გაკეთება 12-ჯერ შეძლო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი წასვლის შემდეგ იგი თავით 25 გოლს გაიტანს, ნიგერიელს დიდი პოტენციალი გააჩნია და იცის, რომ ამის გაკეთებას შეძლებს.

ხვალინდელი შემადგენლობა? დანამდვილებით გეტყვით, რომ ოსიმენი თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 53 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს და უახლოეს მდევარს "ინტერს" 13 ქულით უსწრებს, "სპეცია" კი 18 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

altლუჩანო, ნომერ პირველი ხარ" - სპალეტის მოულოდნელი პასუხი ქომაგს [VIDEO]

altლუჩანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ოსიმენს 6 გოლი მარტო ხვიჩას პასებით აქვს გატანილი, ამას იმიტომ კი არ ვამბობ რადგან ხვიჩას თავგადაკული გულშემატკივარი ვარ (მართლა მასე ვარ), როგორც ობიექტური შემფასებელი ისე ვამბობ, ხვიჩა ამარაგებს მაგრად, ზოგადად მართლა კარგი შემსრულებელია ოსი ბაზაეი არაა, მაგრამ ხვიჩა ხვიჩაა
ირაკლიუსი
05 თებერვალი 2023 01:28
6
მერე ხვიჩასაც ეწერება ეგ პასები სტატისტიკაში, მათ შორის ბოლო პასიც რომელიც პრინციპში თავიდან ბოლომდე მაინც ოსიმენის იყო. აბა პასებს, რომ არ გასცემდეს, ხვიჩას ექნებოდა სტატისტიკაში ნული და ამხელა აჟიოტაჟი კი არა - გადაინაცვლებდა სკამზე. ასე, რომ ნუ კარგავთ ობიექტურობას... ოსიმენის შესრულებული გოლები ეხმარება ხვიჩას სტატისტიკას და პირიქით
ზურა
05 თებერვალი 2023 11:28
1
ხვიჩამ ფორმის პიკს აინტრახტისთვის უნდა მიაღწიოს,და ვარჯიშებით,ძალების განაწილებით ამისკენ მიდის.იტალიაში ყველაფერი გარკვეულია.ლიგა დარჩა და ევროპის პირველ სეზონში დუბლი.სწორი და ჭკვიანურია.ჯანმრთელობა და წარმატებები!!!
ნუკრი
04 თებერვალი 2023 23:02
1
ზაფხულში დიდი ალბათობით ,,ნაპოლი,, ოსიმენს გაყიდის და ფასს უმატებენ.
ხვიჩა, ნაპოლის ჯოკერია, ხვიჩას გაყიდვის შემთხვევაში ,,ნაპოლი,, ეცდება იმდენათ გაყიდოს, რომ ახალი ,,ნაპოლი,, იყიდოს!
100%
04 თებერვალი 2023 22:31
3
ხვიჩამ მკვდარი ნაპოლი გააცოცხლა
ისიდორე
04 თებერვალი 2023 20:59
0
აურელიოს უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს ოსიმენის გაყიდვა. ამიტომ ლუჩანოს მისცა მითითება ოსიმენი ხმამაღლა აქოს და ფეხბურთელებს დაავალოს, რომ საგოლე პასები მიაწოდონ ოსიმენს.
ქ. გ.
04 თებერვალი 2023 17:24
21
პატივცემულო MARGO! აუცილებლად დაუკავშირდით აურელიოს და ასწავლეთ, როგორ უნდა გაყიდოს ოსიმენი 150 მილიონად. უთხარით, რომ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ოსიმენს რეკლამა არ სჭირდება.
ქ. გ.
05 თებერვალი 2023 02:26
1
ხო თორემ ისე არაფერი ფეხბურთელი მაგი არ არის
MARGALONA
04 თებერვალი 2023 22:40
5
ყველა გამოხმაურება
სად სწერია რომ მხოლოდ ოსიმენი ?
ზაქრო
04 თებერვალი 2023 16:24
1
ზურას- ეგრე არაა. ეს შენი აზრია გასაგებია, მარა არ ვეთანხმები :) დღეს ხვიჩა ნომერ 1 ია ნაპოლიში, უბრალოდ ოსიმენზე მიდის ეხლა მუშაობა ფსიქოლოგიურად, ამათ ეგრე აქვთ დავაკვირდი, მარკეტინგი რასაც მიაწვება მერე გუნდში იმეორებენ. ეტყობა მართლა ფასს უზრდიან. პირიქით ხვიჩაზე არ უნდათ რომ გუნდი მთლიანად იყოს ჩამოკიდებული და გუნდელებს უქებენ, რომ ერთმანეთი დააბალანსონ და ვარსკვლავური სენი არ შეეყაროთ ცალ-ცალკე, თან ფასსაც უმატებენ ასე
კაპიტან გარდენბურგი
05 თებერვალი 2023 01:07
6
არ წერია, მაგრამ ასე გამოუვიდა რადგან გამოყო. ასე, რომ უნდა ვაღიაროთ დღეს ოსიმენი ყველაზე წინაა, ცოტა ხვიჩაზეც. თუმცა ხვიჩასთვის პირველი სეზონია და კიდევ მოუმატებს, ჯერ პიკზე არ გასულა...
ზურა
04 თებერვალი 2023 20:54
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული