ოსიმენი ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს? - ინგლისური გრანდები ვიქტორის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას იხდიან

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შეძენას ორი ინგლისური გრანდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" ეცდება.

"პარტენოპეის" მოლოდინია, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო, ანუ 107 მილიონი ფუნტი მიიღოს და გავრცელებული ცნობით, ამ თანხის გადახდაზე "წითელი ეშმაკუნები" ყაბულსაა.

"ჩელსის" ფინანსური შესაძლებლობებიც ყველას კარგად მოეხსენება და ცხელ ზაფხულში ნიგერიელზე ნამდვილი ტაციაობა იქნება, რაც მისი ნეაპოლიდან აბარგების შანსს ზრდის.

თუ ინგლისურმა გრანდებმა ოსიმენის სანაცვლოდ ეს თანხა მართლაც გადაიხადეს, ბრიტანეთში სატრანსფერო რეკორდი დამყარდება.

მოქმედი რეკორდი ენცო ფერნანდესს ეკუთვნის,
რომელიც "ბენფიკადან" "ჩელსიში" 105 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა, ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ინტერს" 16 ქულით გაექცა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ