"ინტერი" ფრეს დასჯერდა და "ნაპოლის" 15 ქულით ჩამორჩა

AutoSharing Option
სერია A-ს 22-ე ტურში „სამპდორიასა“ და „ინტერის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

სტუმრები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ერთ-ერთ აუტსაიდერთან ფრეს დასჯერდნენ.

„ინტერი“ 44 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 15 ქულით ჩამორჩება და 18 თებერვალს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“
ინტერი - სამპდორია 0:0