"ახლა უეფას ფულის დახარჯვა მოუწევს" - ჟოზე მოურინიომ "ლაციოს" დასცინა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მერვედფინალში "ლაციო" 2-მატჩიან დაპირისპირებაში ნიდერლანდურ "ალკმაართან" დამარცხდა, რაც "რომას" მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთვის საკმარისი საბაბი აღმოჩნდა, რათა "ბიანკოჩელესტისთვის" დაეცინა:

"ლაციო" მესამეხარისხოვანი ტურნირიდან გამოვარდა? - რა სირცხვილია! ახლა უეფას მოუწევს რომიდან თასის ტრანსპორტირებისთვის ფული გაიღოს, არადა შეიძლებოდა, ის იტალიის დედაქალაქში დარჩენილიყო", - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის მოქმედი გამარჯვებული "რომაა". მოურინიოს გუნდი სერია A-ს ეგიდით 19 მარტს სწორედ "ლაციოს" ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაპოლისთან მოგებას შესწირა ლაციომ ყველაფერი.D
ტტტ
18 მარტი 2023 15:18
0
ლაციო გასაგებია, მაგრამ დუქნის ლომსა და პრემიერლიგის ლიდერს, არსენალს რატომ არ დასცინიან?!
ლაშა
18 მარტი 2023 13:45
5
Romis derbis win arsenali ar kidia jozes????
L.J .
18 მარტი 2023 15:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული