სკანდალი - "იუვენტუსის" ბრალმდებელი "ნაპოლის" გულშემატკივარი ყოფილა და საქმეს ჩამოსცილდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მაქინაციების საქმეზე ერთ-ერთმა პროკურორმა მუშაობა შეწყვიტა, - იტყობინება ANSA.

ჩირო სანტორიელომ ტურინის პროკურატურიდან გადაწყვიტა, "იუვენტუსის" საქმის ფარგლებში მუშაობაზე უარი ეთქვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ "იუვეს" ვერ იტანს. ახლა საქმეზე მუშაობას ორი ბრალმდებელი, მათ შორის, პროკურორის თანაშემწე მარკო ჯანოლო გააგრძელებს.

ერთ-ერთ ვიდეოში 2019 წელს ჩატარებული კონფერენციის ჩანაწერია. მაშინ სანტორიელომ თქვა: "მე ამას ვაღიარებ, "ნაპოლის" დიდი გულშემატკივარი ვარ და ვერ ვიტან "იუვენტუსს". როგორც პროკურორი, გამოვდივარ "იუვენტუსის" წინააღმდეგ, მოედანზე ქურდების წინააღმდეგ".
ამის შემდეგ
ჩიროს ადვოკატმა მიმართა: "მოდით, დისტანცირება მოვახდინოთ იმ ფაქტისგან, რომ "ნაპოლის" მხარდამჭერი ხართ, მე კი "ინტერის" ქომაგი. სანტორიელომ უპასუხა: "თუ "ინტერს" გულშემატკივრობთ, დისტანცირება შეიძლება".

შეგახსენებთ, ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის გამო "იუვენტუსს" სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს. კლუბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, თუმცა შეიძლება დამატებითი სანქციები დაუწესონ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი იქნება იუვეს ქულებს თუ დაუბრუნებენ. წამოსაძახებელი არ უნდა დაღცეს არაფერი ნაპოლის ჩემპიონობაზე.
შეტევა
23 მარტი 2023 13:21
0
კაკო, ნაცების ტროლო სად ყავს თბილისის დინამოს ფანები, და საერთოდ, შეეშვით პოლიტიკურ დემაგოგიას!...
კაკო-ს
23 მარტი 2023 01:12
14
ამიტომაც გვინდა ევროპა,რომ თბილისის დინამოს ფანმა პროკურორმა ქუთაისის ტორპედო არ დაასანქციროს და ყაველაშვილის ჯიბის მოსამართლემ-სტუდენტები
კაკო
22 მარტი 2023 21:43
12

სიახლეები პოპულარული