"ნაპოლის" იტალიაში ყველაზე ძვირად ღირებული შემადგენლობა ჰყავს

AutoSharing Option
Tranfermarkt-მა სერია A-ს კლუბების შემადგენლობების ფასები განაახლა. აურელიო დე ლაურენტისის კლუბი  86 მილიონი ევროთი გაძვირდა, მისმა ფასმა 629 მილიონს მიაღწია და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონი გახდა და ის იტალიაში თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენის შემდეგ ყველაზე ძვირი ფეხბურთელია. როდესაც ქართველმა 2022 წლის მარტში "რუბინი" დატოვა, მისი ფასი 16 მილიონი იყო, ანუ მას შემდეგ 5.3-ჯერ გაძვირდა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის 5 ყველაზე ძვირფასი კლუბიდან 3-ის შემადგენლობა გაიაფდა: "ინტერის" 24 მილიონით, "მილანის" და "იუვენტუსის" კი 22-22 მილიონით.

ფასის მიხედვით
იტალიური ტოპ-ათეული:

1. ნაპოლი - 629 მლნ
2. მილანი - 547
3. ინტერი - 534
4. იუვენტუსი - 421
5. ატალანტა - 330
6. რომა - 317
7. ლაციო - 275
8. ფიორენტინა - 236
9. სასუოლო - 171
10. ტორინო - 170

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეც გამიკვირდა ტო ვინ ყავს ამისთანა ლეაო ბაზარი არაა კიდევ ერთი სამი ოთხი მაგარი ფეხბურთელები ყავს ბებრები ვიღას რაღად უნდა ჟირუ 35 წლისაა ის შვედი 142 წლის და იბრაზე მაქვს ლაპარაკი არ ვიცი ალბად ჩემზე უკეთესად იციან
კაკაო
11:36 23-03-2023
2
მილანი უფრო ძვირია, ვინემ იუვე და ინტერი? გამიკვირდა.
ეეე
21:12 22-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული