ნეაპოლში სკუდეტოს მოპოვების დღეს საგიჟეთი იქნება - ქალაქის მერი გულშემატკივრებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
"ნაპოლი" სანუკვარი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა და ქალაქში დიდი ზეიმი გაიმართება, რომლისთვისაც სამზადისი, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო. ფანებმა ერთ-ერთი ქანდაკება კლუბის ფერში შეღებეს და ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ მათ მოუწოდა, სიხარული თავშეკავებულად გამოხატონ.

"როდესაც პიაცა მერკატოზე ქანდაკება ცისფრად შეღებილი დავინახე, უარესი წარმოვიდგინე. სკუდეტო უდიდესი სიხარულია. გუნდი, რომელიც დაცვიდან თამაშობდა და მდევრის როლში იყო, ახლა გამორჩეულია, დომინირებს, უპირველეს ყოვლისა, სანიმუშო სტილს გვაჩვენებს და მწვრთნელის ტალანტს.

თუმცა არ მინდა, ზეიმისას ქანდაკებები შეღებონ. ამიტომ მოვუწოდებ, ეს აღარ გააკეთონ. ნეაპოლელები ყურადღებიანები არიან და იციან,
რომ ისტორიული ძეგლები ჩვენი სიმდიდრეა. სიხარული მრავალნაირად შეიძლება გამოვხატოთ. მაგალითად, გავაკეთოთ შემოქმედებითი მხატვრული ინსტალაციები, ბანერები. გამოვაცხადოთ ბრძოლა კრეატიულობისათვის.

ნეაპოლი მთელი წელი სავსეა ტურისტებით. ეს სიმდიდრეს გვმატებს, თვით ეკონომიკურ სიძლიერეს. არ მინდა დავინახო, სიხარული როგორ გადაიზრდება ვულგარულობაში. სკუდეტო კი ახალ იმიჯს შექმნის, ნეაპოლს მთელი მსოფლიოსთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ეს დიდი მიღწევა იქნება", - განაცხადა მანფრედიმ Fatto Quotidiano-სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანფრედი!!! გაარიდე ნაპოლი ქალაქს - გამოუშვით საქართველოში და ბათუმის სტადიონზე ერთი ლამაზი ქართულ - იტალიური შოუ მოვაწყოთ!!!
ვაჟა მასწავლებელი
17:51 23-03-2023
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული