"ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სპალეტი "ნაპოლიდან" წავიდეს - Gazzetta "პარტენოპეის" მწვრთნელის მომავალზე

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ თუ "ნაპოლიმ" მიმდინარე სეზონში სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა ერთად მოიგო, შესაძლოა, ამ შემთხვევაში, ლუჩანო სპალეტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო იუწყება, ასეთი ფაქტის შემთხვევაში, 64 წლის სპეციალისტს შესაძლოა, ახალი გამოწვევები მოუნდეს.

როგორც იცით, "პარტენოპეი" სერია A-ს დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონობა თითქმის განაღდებული აქვს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კი "ნაპოლის" მეტოქე "მილანი" იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ