ოსიმენმა ორი ბონუსი მიიღო და მალე მესამესაც გაააქტიურებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ამ სეზონში მაღალი შედეგიანობის გამო უკვე ორი ბონუსი მიიღო.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, პირველი ბონუსი, 130 ათასი ევრო, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე მე-20 გოლის გატანის შემდეგ გამოიმუშავა, ხოლო ამდენივე - ყველა ტურნირზე 25-ე გოლის გატანისათვის. როგორც ჩანს, ნიგერიელი მალე კიდევ 130 ათასით გამდიდრდება, როდესაც სეზონში 30-ედ დალაშქრავს მეტოქეთა კარს.

ვიქტორის ანგარიშზე ამ სეზონში 29 მატჩში 25 გოლია, მათ შორის იტალიის ჩემპიონატზე 23 შეხვედრაში - 21.

ოსიმენი "ნაპოლიმ" 2020 წლის ზაფხულში "ლილისგან" 75 მილიონად შეიძინა და კონტრაქტი
2025 წლამდე გაუფორმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ ხო მაგრამ კვარას არ ეკუთვნის ბონუსები ? კვარა რომ არ ყოფილიყო მაგასაც ვნახავდით როგორ გაილაღებდნენ ისიმენივ და სხვებივ თავისუფლად !
zura222
06:43 28-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული