პირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა

AutoSharing Option
"ფატიჰ კარაგუმრუკის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიელ ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინტერვიუ მისცა, სადაც "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა:

"იუვენტუსთან" ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კლუბის ზოგიერთ წარმომადგენელს ვეკონტაქტები. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის ურთიერთპატივისცემა რჩება.

დავბრუნდებოდი თუ არა ტურინულ გუნდში? - რა თქმა უნდა! როცა "იუვენტუსის" დონის ტოპ-კლუბი გეძახის...", – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ პირლო "ბიანკონერის" სათავეში 2020/21 წლების სეზონში ედგა.