ოსიმენმა ტრავმა მიიღო - უცნობია, ვიქტორი ჩემპიონთა ლიგისთვის თუ მოახერხებს დაბრუნებას

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა საზარდულის ტრავმა მიიღო.

სერია A-ს ბომბარდირი 2 აპრილს "მილანთან" მატჩს გამოტოვებს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ვიქტორის შესაძლო დაბრუნებას, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" ქომაგებისთვის ეს სიახლე დასანანია, რადგან მეოთხედფინალური შეხვედრები გუნდს კარს მოადგა. შეგახსენებთ, ლიგაზე "ნაპოლი" "მილანს" 12 ("სან სიროზე") და 18 აპრილს (მარადონას სახელობის მოედანზე) შეხვდება.

რაც შეეხება სერია A-ს აღნიშნულ მატჩს, შეხვედრა 2 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მომზადებულია onefootball-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ