ელ შაარავი "რომას" დატოვებას არ აპირებს

AutoSharing Option
30 წლის თავდამსხმელ სტეფან ელ შაარავის "რომასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, მაგრამ გუნდის გამოცვლის სურვილი არ აქვს, - იტყობინება Il Messaggero.

გამოცემის ცნობით, ელ შაარავი მზადაა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს და ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.

ელ შაარავიმ ამ სეზონში სერია A-ს 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ფასი კი 5 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ