"ინტერმა" ინძაგის ულტიმატუმი წაუყენა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში "ინტერმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, რაც გუნდის ბოსებისთვის განგაშის სიგნალის ჩართვის მომასწაველებლი აღმოჩნდა.

ამჯერად "ნერიაძურიმ" 28-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ფიორენტინასთან" წააგო (0:1).

მილანელებს მომდევნო 3 მატჩი იტალიის თასზე "იუვენტუსთან", ჩემპიონატში "სალერინტანასთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" ელით.

იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ინძაგის ხელმძღვანელობით არადამაკმაყოფილებელ შედეგებს გააგრძელებს, ახალგაზრდა სპეციალისტს კარისკენ მიუთითებენ.