ოსიმენი გამოჯანმრთელდა, მაგრამ სამედიცინო გუნდი თამაშის უფლებას არ აძლევს

AutoSharing Option
Il Mattino-ს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი თავს კარგად გრძნობს და მოედანზე "ლეჩესთან" დაბრუნება სურს.

შეგახსენებთ, ნიგერიელ ფორვარდს საზარდულის ტრავმა აწუხებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ვიქტორი დაბრუნდა და საკუთარ გუნდს წარმატებაში დაეხმარება.

მიუხედავად ოსიმენის გამოჯანმრთელებისა, სამედიცინო შტაბი ფეხბურთელს თამაშის უფლებას არ აძლევს.

"ვიქტორის მსგავსი სტილის ფორვარდისთვის კუნთებისა და საზარდულის პრობლემა საშიშია და თუ ბოლომდე არ გამოკეთდა, მისი თამაში სარისკოა" - წერს გამოცემა.

დიდი ალბათობით, ოსიმენი "ლეჩესთან" მატჩს გამოტოვებს, 12 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში კი "მილანთან" სათადარიგო სკამზე იქნება და სპალეტი
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ლეჩეს" ხვალ, 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მელამ (სპალეტი) იცის ფრინველს,როგორ გამოკრას კბილი (მილანი)
სვანსკი
13:17 06-04-2023
10
Spaltim tamashi misca milans. Gundi moshala vitom milanma ajoba. Angisa da lobotka saertod ar miyvebodnen milanis shemtevebs. Osimeni vitom damtvreuli yavt. 12shi milans jojoxeti elodeba. Mag tamashshive gainagdebs napoli naxevarfinalis sagzurs.
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული