"მილანი" ლეაოს კონტრაქტს გაუგრძელებს და ჯარიმასაც გადაუხდის

AutoSharing Option
Relevo იტყობინება, რომ "მილანი" პორტუგალიელ თავდამსხმელ რაფაელ ლეაოს 2024 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გაუგრძელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ლეაოს სეზონური გასამრჯელო 5 მილიონი ევრო იქნება.

ლისაბონის "სპორტინგთან" ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის გამო ლეაო 19 მილიონით დააჯარიმეს და "მილანი" ამ თანხასაც გადაიხდის.

მიმდინარე სეზონში მან კლუბში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასულ სეზონში ის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული