სერია A-ს 29-ე ტურში მილანური გუნდები ფრეს დასჯერდნენ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლის" მეტოქე "მილანმა" სახლში ვერ შეძლო "ემპოლის" დამარცხება (0:0). 89-ე წუთზე "მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა ჟირუმ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა VAR-ის ნახვის შემდეგ ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
"როსონერიმ" ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო - "ნაპოლისთან" 4:0.
"ინტერი" გოსენსის გოლით სტუმრად "სალერნიტანას" ამარცხებდა, მაგრამ 90-ე წუთზე კანდრევამ საპასუხო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა (1:1).
ლიდერმა "ნაპოლიმ" "მილანი" 22, "ინტერი" კი 23 ქულით ჩამოიტოვა, ხოლო მეორეადგილოსანი "ლაციო",
რომელიც ნეაპოლელებს 19 ქულით ჩამორჩება, დღეს "იუვენტუსს" უმასპინძლებს.