სერია A-ს 30-ე ტურში "ვერონასთან" საშინაო მატჩის შედეგით (0:0) "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დიდად გულდაწყვეტილი არ ჩანდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სკუდეტოს მხოლოდ ნოტარიულად გაფორმება დარჩათ და მათი ყველა ფიქრი "მილანთან" მომავალ შეხვედრასთანაა დაკავშირებული. ამიტომ პრესკონფერენციაზე ბევრი არ უსაუბრია.
სპალეტის თქმით, სამშაბათის მატჩი მოითხოვს მათ ხარისხს, სწორ ტაქტიკურ დამოკიდებულებას და ისევე როგორც დღეს, გულშემატკივართა მუხტს, საერთო ჯამში "ვერონასთან" ურიგოდ არ გაისარჯნენ, გამარჯვებისთვის გოლი დააკლდათ, მიზეზი კი ისაა, რომ ბურთის უწყვეტად ფლობისას უფრო სწრაფად მოქმედება მართებდათ.
"ვერონა" მუდამ ღრმა დაცვიდან თამაშობს,
ბურთისთვის იბრძვის, ამიტომ სხვა გზები უნდა მოგვეძებნა. ბოლოსკენ მოვუმატეთ და ეს კარგია. ოსიმენი გუნდს ძალასა და ენთუზიაზმს სძენს. მას ისეთი აღნაგობა და ფიზიკური მონაცემები აქვს, რომ ნებისმიერი ბურთისთვის ბრძოლა და გოლის გატანა შეუძლია", - განაცხადა ნეაპოლური გუნდის თავკაცმა.
სპალეტიმ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა ქომაგთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომ "მილანთან" გულშემატკივრებთან ერთად უნდა მოიპოვონ გამარჯვება, ფანებთან კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საკითხი ჩვეულად გადაჭრა, ფეხბურთელები ამ სეზონის შესანიშნავად ჩატარებისათვის მაქსიმალურ თანადგომას იმსახურებენ, გუნდსა და ქალაქს შორის დიდი სიყვარულია და თუ ჩემპიონები გახდებიან, ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან.

ერთ რჩევას მოგცემთ, რაც თქვემს ტაქტიკას მეტად გააუმჯობესებს.
ხვიჩა ფლაგის განაპირას კია არა, სჯობს საერთოდ აუტს იქით დააყენე, (მოედნის ხაზს მიღმა), ამით პასის მიცემა საერთოდ აღარ მოგიწევთ და ნაღდად უფრო უკეთესი შედეგი გექნებათ.
ჰა? რას იყვით?