"ინტერმა" ზედიზედ მე-3 საშინაო მატჩი წააგო - "ნერაძური" "მონცასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 30-ე ტურში "ინტერმა" "მონცას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. 

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, სტუმრებმა 78-ე წუთზე ლუკა კალდიროლას გატანილი გოლით გაიმარჯვეს. 

აღსანიშნავია, რომ "ინტერი" ზედიზედ მე-3 საშინაო შეხვედრაში დამარცხდა. სიმონე ინძაგის გუნდი გამარჯვების მოპოვებას ზედიზედ მე-5 მატჩია ვერ ახერხებს. 

"ნერაძური" სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მილანელები მომდევნო მატჩს 19 აპრილს "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართავენ.

რაც შეეხება "მონცას", რაფაელე პალადინოს გაწვრთნილი გუნდი 23 აპრილს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

altარა მხოლოდ კიაერი, ყველა მოგვატყუა - ინტერის ყოფილი მწვრთნელი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულია [VIDEO]

altვიერი: "ინტერი" სერია A-ს საუკეთესო გუნდია

altდაუჯერებელი ისტორია - იტალიელი ბიჭი, რომელიც "ინტერის" ფანია, "კვარას" საგულშემატკივროდ საქართველოს დროშით

მივიდა... ნახეთ, რას ამბობს ის [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული