მიუხედავად დიდი უპირატესობისა, სტუმრებმა 78-ე წუთზე ლუკა კალდიროლას გატანილი გოლით გაიმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ "ინტერი" ზედიზედ მე-3 საშინაო შეხვედრაში დამარცხდა. სიმონე ინძაგის გუნდი გამარჯვების მოპოვებას ზედიზედ მე-5 მატჩია ვერ ახერხებს.
"ნერაძური" სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მილანელები მომდევნო მატჩს 19 აპრილს "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართავენ.
რაც შეეხება "მონცას", რაფაელე პალადინოს გაწვრთნილი გუნდი 23 აპრილს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.
არა მხოლოდ კიაერი, ყველა მოგვატყუა - ინტერის ყოფილი მწვრთნელი ხვიჩას თამაშით აღფრთოვანებულია [VIDEO]