კოპა იტალიის ტურნირზე პირველი ფინალისტი მილანის "ინტერი" იქნება, რომელმაც "იუვენტუსი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა.
ტურინში პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი "ნერაძურიმ" მე-15 წუთზე ფედერიკო დიმარკოს გოლის წყალობით მოიგო.
მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება დღეს, 27 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე "ფიორენტინასა" და "კრემონეზეს" შორის გაიმართება.
აღნიშნული წყვილის პირველი მატჩი "ფიორენტინას" გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.