ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებული გუნდი სერია A-ში დაბრუნდა

AutoSharing Option
სერია B-ს 35-ე ტურში "ფროზინონემ" "რეჯინა" 3:1 დაამარცხა და სერია A-ს დაუბრუნდა.

"ფროზინონე" სერია A-ში 2015/16 და 2018/19 წლების სეზონში თამაშობდა. ამ გუნდის მწვრთნელი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფაბიო გროსოა. ეს მის სამწვრთნელო კარიერაში პირველი წარმატებაა.

კლუბის პრეზიდენტი მაურიციო სტირპეა - კლუბის სტადიონი მისი მამის, ბენიტო სტირპეს სახელობისაა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ფროზინონე" ბათუმის "დინამოს" 20 წლის შემტევით, გიორგი კვერნაძითაა დაინტერესებული.