შეცვლილი წესი იტალიაში - რა იქნება, თუ უდიდესი სასწაული მოხდება და სეზონის დასრულების შემდეგ "ნაპოლი" და "ლაციო" ერთნაირ ქულებს დააგროვებენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" 33 წლის შემდეგ ისტორიული სკუდეტოს მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია და წესითა და რიგით, ამას ხელს ვეღარაფერი შეუშლის, მაგრამ Arenanpoli ახალ წესზე მაინც წერს, რაც იტალიაში ამოქმედდა.

მოგეხსენებათ, სერია A-ში 6 ტური დარჩა, "ნაპოლი" კი "ლაციოს" 18 ქულით უსწრებს. აქედან გამომდინარე, "პარტენოპეიმ" ყველა უნდა წააგოს და რომაელებმა ყველა მოიგონ, რაც ფანტასტიკის სფეროდან რომ არის, ყველა კარგად ხვდება.

თუ ეს საოცრება მართლაც მოხდება, კალჩოში ბურთების სხვაობა და ურთიერთშეხვედრების შედეგები აღარ
დაითვლება.

"ნაპოლი" და "ლაციო" თანაბარი ქულების შემთხვევაში პლეი-ოფის მატჩს ითამაშებენ და ჩემპიონის ბედიც ასე გადაწყდება.
ასევე დაგაინტერესებთ