"ლაციომ" მოიგო - "ნაპოლი" ჩემპიონი დღეს უდინეში გახდება?

AutoSharing Option
სერია A-ს 33-ე ტურში "ლაციომ" სახლში "სასუოლო" 2:0 დაამარცხა.

იმ შემთხვევაში, თუ რომაული გუნდი ვერ მოიგებდა, „ნაპოლი“ ავტომატურად ხდებოდა ჩემპიონი, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ნეაპოლელები დღეს გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდებიან და სკუდეტოს მოსაპოვებლად ქულაც ჰყოფნით.

მასპინძლები ფელიპე ანდერსონმა დააწინაურა. პირველი ტაიმის დასასრულს სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ფრატეზეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მეორე ტაიმიც ძალიან დაძაბული გამოვიდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ბოლოს ბაშიჩმა გაიტანა და "ლაციომ" გაიმარჯვა.

"ლაციო" 64 ქულით მეორე ადგილზეა, "ნაპოლის" 15 ქულით ჩამორჩება და 6 მაისს გასვლაზე "მილანს"
დაუპირისპირდება.

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - სასუოლო 2:0
გოლები: 1:0 ფელიპე ანდერსონი (14), 2:0 ბაშიჩი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს ნაპოლი სკუდეტოს ოფიციალურად გაიფორმებს და ამას კვარაცხელიათი მოახერხებს - დარწმუნებული ვარ!
ნაპოლი ჩემპიონია!
07-01
10:58 04-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული