Fiat Stilo-ს მარკის ავტომობილი 20 წლის გოგონასა და კიდევ მასთან მყოფ სამ ადამიანს დაეჯახა, მძღოლმა კი მანქანა მიატოვა და მიიმალა, პოლიციამ კი ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ მისი იდენტიფიცირება შეძლო და ის 43 წლის მამაკაცია.
ამ მძიმე ფაქტის შედეგად, 20 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაშია და ამ წუთებში სიცოცხლეს ებრძვის. თავის ტრავმითა და ცერებრალური სისხლდენით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.