ცუდი ამბავი ნეაპოლიდან - საჩემპიონო ზეიმის აღნიშვნისას დაშავებული 20 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, ნეაპოლში საყვარელი გუნდის ჩემპიონობის აღნიშვნისას მძიმე ფაქტი დაფიქსირდა.

Fiat Stilo-ს მარკის ავტომობილი 20 წლის გოგონასა და კიდევ მასთან მყოფ სამ ადამიანს დაეჯახა, მძღოლმა კი მანქანა მიატოვა და მიიმალა, პოლიციამ კი ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ მისი იდენტიფიცირება შეძლო და ის 43 წლის მამაკაცია.

ამ მძიმე ფაქტის შედეგად, 20 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაშია და ამ წუთებში სიცოცხლეს ებრძვის. თავის ტრავმითა და ცერებრალური სისხლდენით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული