ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" ფანები Ebay-ზე "უდინეზეს" Dacia Arena-ს ბალახის ნაჭერს ჰყიდიან, სადაც "პარტენოპეიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიგო სკუდეტო.
ლოტის ფასი 100-დან 1000 ევრომდე მერყეობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში შედგა და ფრედ, 1:1 დასრულდა.
კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე "ფიორენტინას" დაუპირისპირდებიან.