"ნაპოლის" ფეხბურთელები საჩემპიონო ზეიმზე ახალი მაისურებით წარსდგნენ, რომლებიც EA7-თან თანამშრომლობით შეიქმნა და Face Game ჰქვია - თითოეული მოთამაშის გამოსახულებით. ნეაპოლურმა კლუბმა სურვილი გამოთქვა, სეზონის დარჩენილი მატჩები სწორედ ამ ფორმებით ჩაატაროს, თუმცა ნება არ დართეს.
საქმე იმაშია, რომ სერია A-ში არ შეიძლება გუნდის ფეხბურთელები განსხვავებული ამუნიციით გავიდნენ მოედანზე.
ეს მაისურები კლუბის მაღაზიებში გაიყიდება და ფეხბურთელებს უფლება ექნებათ ამ ფორმით ივარჯიშონ და შეხვედრებისას მოთელვაზე გავიდნენ.