ახლა ან მომდევნო სეზონში - "იუვენტუსს" კვლავ ქულების ჩამოკლება ემუქრება

AutoSharing Option
Football Italia-ს ცნობით, "იუვენტუსს" შესაძლოა, 9 ქულა დააკლონ, თუმცა ეს ამ სეზონში მოხდება თუ შემდეგში ცნობილი არაა.

მოგეხსენებათ, 2022 წლის იანვარში ტურინელებს თავდაპირველად ფინანსური მაქინაციების გამო 15 ქულა დააკლეს, რის მერეც "ვეკია სინიორამ" გადაწყვეტილება გაასაჩივრა და იტალიის ოლიმპიური კომიტეტის საგარანტიო კოლეგიამ (CONI) აპელაცია დააკმაყოფილა და "ვეკია სინიორას" 15 ქულა დაუბრუნა.

ახლა სასამართლო პროცესი გრძელდება. სავარაუდოდ, სანქციები შესუსტდება და "იუვენტუსს" 15-ის ნაცვლად 9 ქულას დააკლებენ.

საქმის გაჭიანურების გამო სასჯელი შესაძლოა 2023/24 წლების სეზონზე გადავიდეს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული